,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმებისა და მისი ფუნქცია-მოვალეობების სახალხო დამცველის აპარატისთვის მიერთების ინიციატივით გამოდის. ოპოზიციამ უკვე საკანონმდებლო ინიციატივაც მოამზადა, რომელსაც პარლამენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
მანამდე კი პარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხსენებულმა სამსახურმა თავისი არსებობის მანძილზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ვერ უზრუნველყო, რამაც აღნიშნული საკნაონმდებლო ინიციატივის მომზადება განაპირობა.