საუკუნეების მანძილზე ადამიანები ცდილობდნენ ეპოვათ წამალი ყველანაირი ავადმყოფობისთვის. ბიოლოგები, სახალხო მკურნალები თუ ექიმები ცდილობდნენ აღმოეჩინათ ის, რაც ადამიანებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდათ ან უფრო მეტიც, უკვდავებას მიანიჭებდათ.
რაოდენ ფანტასტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს რეიტინგულმა სამეცნიერო ჟურნალმა „American Journal of Botany” გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ინახავენ თუ არა პალმის ხეები უკვდავების ელექსირს“. მსგავსი სათაურებით სხვა სამეცნიერო ჟურნალებიც მალევე აჭრელდა.
ეს ჰიპოთეზა კი ოცდაათი წლის წინ წარმოიშვა, როდესაც ლიდსის უნივერსიტეტის სტუდენტმა ბარი ტომლინსონმა დაწერა ესე „სიცოცხლის რკალი“, სადაც საუბრობდა პალმის ხეებზე, რომლებიც უკვდავების საიდუმლოს ინახავენ.
ეს სტუდენტი ამჟამად უკვე სრული პროფესორია და სამეცნიერო მოღვაწეობას მაიამიში განაგრძობს.
ბარი ტომლინსონის მტკიცებით პალმის ხე ყველაზე დიდხანს მცხოვრები ხეა და მის უჯრედებში შესაძლოა ვიპოვოთ ის ელემენტი, რაც მას სიცოცხლის ხანგრძლივობას ანიჭებს.
ბიოლოგებს აინტერესებთ პალმის ხეების სიცოცხლის ხანგრძლივობა ევოლუციის შედეგია თუ გენეტიკური კოდი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ საკითხის სიღრმისეულმა შესწავლამ შესაძლოა, სიკეთე ადამიანებსაც მოუტანოს.
ტომლინსონის ნაშრომებში ლოგიკურადაა აღწერილი თუ როგორ შეიძლება იმ სასიცოცხლო ელემენტებმა, რაც მცენარეშია, ადამიანებსაც გაუხანგრლივოს სიცოცხლე.