დასაქმებულმა ადამიანებმა კვირაში 3 დღე უნდა დაისვენონ. ამის შესახებ EURONEWS-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პროფკავშირში საუბრობენ.
მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბრიტანეთში მილიონზე მეტი ადამიანი კვირაში 7 დღე მუშაობს, ხოლო 3 მილიონზე მეტი სამუშაოს კვირაში 45 საათზე მეტს უთმობს.
როგორც კვლევამ გამოავლინა, ადამიანების უმეტესობა სამუშაოზე გატარებული დროის გამო სტრესში ვარდება.
როგორც ბრიტანეთის პროფკავშირის კონგრესში ამბობენ, ახალ ტექნოლოგიებს სამუშაოზე გატარებული დროის შემცირება შეუძლია, რის შედეგადაც, შესაძლებელია ადამიანმა კვირაში 4 დღე ანაზღაურების შეუმცირებლად იმუშაოს.