კაროლინაში მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც მაუწყებელი წერს, ევაკუაციის ბრძანება მე-4 კატეგორიის შტორმის, ქარიშხალ ფლორენციას, გამო მიიღეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კაროლინაში, სამხრეთ კაროლინაში, ვირჯინიასა და მერილენდში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.