ჩინეთის საზღვართან რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სურათები, სადაც ასახულია, როგორ გადააქვთ მატარებლებით სამხედრო ტექნიკა.
როგორც ცნობილია, წვრთნებში, რომელიც 17 სექტემბრამდე გაგრძელდება 300 000 სამხედრო იღებს მონაწილეობას და მასში ჩინეთიც ჩართულია.
როგორც მაუწყებელი წერს, წვრთნა Vostok-2018 დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე მიმდინარეობს და ნატო-ს განცხადებით, ვარჯიშების მონიტორინგს განახორციელებს.
მაუწყებლის ცნობით, მოსკოვი მიზნად ისახავს წვრთნის მეშვეობით სიგნალის გაგზავნას, რომ ტერიტორიის დაცვა შეუძლია.