თბილისში, ერისთავის ქუჩაზე მდებარე ავეჯის საამქროში ცეცხლი გაჩნდა.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად 350 კვ.მ. დაიწვა. ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.