სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, რამდენიმე წუთის წინ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა მიმართვა, რომ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს.
“მეგობრებო! შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებებს”, _ წერს ყიფიანი.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იბერიასა” და „ომეგა ჯგუფზე” ზეწოლის საქმეში სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებს.