დღეს, რამდენიმე საათის წინ, ოზურგეთის ცენტრში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად 17 წლის მოზარდი დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
დაკავებულია 30 წლის მამაკაცი და ამოღებულია დანაშაულის იარაღი _ დანა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა დაწყებული.
რაც შეეხება დაჭრილის მდგომარეობას _ მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება და ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
როგორც “გურია ნიუსს” თვითმხილველებმა უთხრეს, ყველფერი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
დაპირისპირების დროს, მცირე ჭრილობა კიდევ ერთმა მოზარდმა მიიღო.
ჩვენი წყაროს თქმით, დაზარალებული რუსთავიდანაა და ის ოზურგეთში დასასვენებლად იყო ჩამოსული.