წლის ყველაზე ძლიერი ტაიფუნი „მანგკუტი“ აზიას უტევს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტაიფუნის შედეგად ჩინეთში 2, ფილიპინებში კი 54 ადამიანი დაიღუპა, არიან ასევე დაკარგულები.
როგორც ცნობილია, ადამიანების დაღუპვის ძირითადი მიზეზი ჩამოწოლილი მეწყერები გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ადამიანები მიწის ქვეშ იყვნენ მოყოლილები.