,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ ფრაქციაში გადასვლა, შესაძლოა, მმართველი გუნდის წარმომადგენელს, გედევან ფოფხაძეს შესთავაზოს.
ადა მარშანიას თქმით, თუ გედევან ფოფხაძეს ბრძოლა უნდა, ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრი უნდა გახდეს.
„ჯერჯერობით, კონკრეტულ პიროვნებასთან არ გვაქვს მოლაპარაკება. ადრე შევთავაზეთ გედევან ფოფხაძეს. არ არის გამორიცხული, გავიმეოროთ მოწვევა, თუ გედევან ფოფხაძეს ბრძოლა უნდა, არ ინანებს“, _ განაცხადა მარშანიამ.
დატოვებს თუ არა გედევან ფოფხაძე მმართველ პატრიას, ჯერჯერობით, უცნობია. ფოფხაძე ,,გურია ნიუსის“ ზარებს არ პასუხობს.
იმ შემთხვევაში, თუ ,,პატრიოტთა ალიანსი“ ფრაქციაში ერთი დეპუტატის გაწევრიანებას ვერ შეძლებს, ალიანსი დაიშლება.
საპარლამენტო ფრაქცია ნატო ჩხეიძემ დატოვა.