საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ,,ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ განცხადება ოფიციალურად გააკეთა.
ჭიჭინაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების“ პოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების“ გადაწვეტილება ოპოზიციისთვის საპრეზიდენტო ინსტიტუტის გადაცემის მცდელობას ჰგავს.
,,ქართული ოცნების“ არმონაწილეობა არჩევნებში, ეს პრეზიდენტობის გადაბარების მცდელობაა იმ ძალასთან, რომელთან ერთადაც იქნა შექმნილი საგამოძიებო კომისია.
აღარ დავამატებ, რაც მოხდა მარიხუანასთან და სხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.
მეც გავდივარ ,,ქართული ოცნების“ რიგებიდან და მოღვაწეობას გავაგრძელებ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.
თუნდაც ის ინიციატივა, რომელიც შეეხება მარიხუანას, არ მახსენდება რომელიმე საარჩევნო კამპანიის დროს, ეკონომიკის განვითარების მიზნით, შეთავაზებული ყოფილიყო ჩვენი ამომრჩევლისთვის“, _თქვა ჭიჭინაძემ.