Facebook უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის სამომხმარებლო წესებს ან ჯარიმები დაეკისრება. აღნიშნული განცხადება REUTERS-ის ინფორმაციით, ევროკომისარმა იურიდიულ საკითხებში, ვერა იუროვამ გააკეთა.
„ჩემმა მოთმინებამ ზღვარს მიაღწია. facebook-მა დამარწმუნა, რომ დეკემბრისთვის მომსახურების ბუნდოვანი პირობების საბოლოო ადაპტირებას განახორციელებს, მაგრამ ახლა მოქმედების დროა და არა დაპირების“,_განაცხადა იუროვამ.
მისივე თქმით, თუ კომპანია წლის ბოლომდე ცვლილებებს არ განახორციელებს, სანქციას დაუწესებენ.