ფეთქებადი თავის სინდრომი
ესაა საკმაოდ უცნაური ძილის დარღვევა. არც ისე დიდი ხანია რაც ის აღწერეს მედიცინასა და ლიტერატურაში. ამ დროს უშუალოდ ძილის სტადიაში გადასვლამდე ადამიანის თავში აღმოცენდება ინტენსიური ხმაური. ამ აფეთქებას შესაძლოა დაემატოს კაშკაშა შუქი, სუნთქვის გართულება და შიშის განცდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს დარღვევა დაკავშირებულია სტრესთან და დაძაბულობასთან.
ფატალური ოჯახური უძილობის სინდრომი
ერთ-ერთი უიშვიათესი განუკურნებადი დაავადება. ცნობილია ამ დაავადების 40 შემთხვევა. ადამიანს უჭირს ძილი, ძილის დრო სულ უფრო და უფრო მცირდება, იზრდება დაღლილობა, ჩნდება ჰალუცინაციები და თავის ძლიერი ტკივილები. რამდენიმე წლის შემდეგ კი ამ ყველაფერს ფატალურ შედეგამდე მივყავართ – ადამიანი “გადაიწვება” და კვდება. ამ დაავადების დროს ზიანდება ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ძილზე. დაავადება, ძირითადად, ვითარდება და გრძელდება 30-60 წლის ასაკში. სიმპტომების პირველი გამოვლინებიდან სიცოცხლის ხანგრძლივობა შემოიფარგლება 7-დან 36 თვემდე, რის შემდეგაც ვიღებთ ფატალურ შედეგს. ამ დაავადების კლინიკურად დაფიქსირებული პირველი შემთხვევა იყო 1986 წელს.
ტკივილისადმი უგრძობლობა
არსებობენ გენური მუტაციის მქონე ადამიანები, რომლებსაც “გამორთული” აქვთ ტკივილის სიგნალების გადატანის ფუნქცია. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ცხოვრება ტკივილის გარეშე მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა, რეალურად დაავადებული განუწყვეტლივ საფრთხის წინაშეა: შესაძლოა, დაიჭრას, დაიწვას და მაშინვე ვერც კი შეამჩნიოს ეს. ტკივილი არის საშიშროების, საფრთხის ინდიკატორი და გადარჩენაში გვეხმარება. ადამიანები კი რომლებიც ტკივილს არ გრძნობენ, რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. განსაკუთრებით საშიშია ბავშვების შემთხვევები. იყო შემთხვევა, როცა ბავშვმა სრესით თვალები ამოიჭყლიტა ან ენაზე იკბინა. ასეთი ადამიანები გამუდმებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ.
მებიუსის სინდრომი
თანდაყოლილი ანომალია, რომელიც მიმიკის არარსებობით ხასიათდება. მიზეზი კი რამდენიმე ნერვის არასწორი განვითარებაა. ამ დაავადების მქონე ადამიანებს არ შეუძლია სხვადასხვა ემოციების გამოხატვა. ეს დაავადება მეციდინაში მეცხრამეტე საუკუნიდან არის ცნობილი. თუმცა მისი თერაპიის საშუალებით მკურნალობა დღემდე პრაქტიკულად შეუძლებელია. მიმეზი კი უცნობია.
კოტარის სინდრომი
ეს სინდრომი ჩნდება სუიციდისადმი ძლიერი მიდრეკილების შედეგად. მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანები წუწუნებენ, რომ მათ დაკარგეს ფაქტობრივად ყველანაირი კავშირი ცოცხალ სამყაროსთან: გემო, ლტოლვები და საკუთარი სხეულიც კი. დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი ადამიანები აღარ არიან. საკუთარი თავის მკვდრად აღიარება მომავალში აჩენს დარწმუნებულობას საკუთარ უკვდავებაში. ხანდახან ეს იმ დონემდე მიდის, რომ დაავადებულები ამტკიცებენ, რომ მათი სხეული იხრწნება.
სტენდალის სინდრომი
კიდევ ერთი უცნაური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი განიცდის ძლიერ ღელვას, კანკალს, თავბრუს ხვევასა და ჰალუცინაციებს ისეთ გარემოში მოხვედრისას, სადაც გამოფენილია დიდი რაოდენობით ხელოვნების ნიმუშები. ეს სინდრომი პირველად აღწერა სტენდალმა თავის ნაშრომში “ნეაპოლი და ფლორენცია: მოგზაურობა მილანიდან რიო დე ჟანეიროში”.