ამერიკელ მსახიობს, ბილ კოსბის სასამართლომ 3-იდან 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
ბრალდების თანახმად, 2004 წელს ბილ კოსბიმ ნარკოტიკული საშუალებით გააბრუა ანდრეა კონსტანდი და გააუპატიურა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კოსბი პირველი ვარსკვლავია, რომელსაც მოძრაობა #MeToo-ს დაწყების შემდეგ არაერთი ქალი ადანაშაულებდა სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში.