ხმაურით დასრულდა გუშინ, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ლანჩხუთში. დარბაზის გარეთ გამოსულ დეპუტატს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სასტვენებით და პლაკატებით დახვდნენ.
_ არცერთი ხმა მოღალატეს, აფხაზეთი განგრენა არ არის, _ ეწერა პლაკატებზე.
სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებთან არ გაჩერებულა, თუმცა, მათთან “ქართული ოცნების” აქტივისტები მივიდნენ:
_ ცოცხები დამავიწყდა, თქვენთვის უნდა წამომეღო, _ მიმართა ერთ-ერთმა ქალბატონმა აქციის მონაწილეებს.
_ ცოხცები კი არა, უფრო მეტი უნდა მოგხვედროდათ, _ უპასუხოდ არ დაუტოვებიათ ქალბატონი აქციის მონაწილეებს.