https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ უჩქმიტა კოლიამ ვალოდიას

13:10; 6.10.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

წინა საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა კალათბურთში რამდენიმე ძლიერი ცენტრალური თავდამსხმელი ასპარეზობდა, რომელთაგანაც ყველაზე „კოლორიტული“ მაინც ვლადიმერ ტკაჩენკო იყო. ეს მოთამაშე თავდაპირველად კიევის „სტროიტელში“ გამოდიოდა, მოგვიანებით კი კარიერა მოსკოვის არმიელთა კლუბში გააგრძელა. საკუთარი სხეულის დიდი გაბარიტების გარდა, მეტად უცნაური და შეუცნობადი თვისებებით გამოირჩეოდა. გააჩნდა ერთობ გაუგებარი დიქცია, რის გამოც მის მიერ წარმოთქმული წინადადებებისა თუ ფრაზების გარჩევა მეტად ჭირდა. იყო მეტად გაუწონასწორებელი პიროვნებაც, ამიტომ ყოველთვის ძნელი იყო იმის განსაზღვრა, თუ როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში.

1977 წლის 30 იანვარს, ტკაჩენკოსა და დერიუგინის პირველი ორთაბრძოლა გაიმართა, რომელიც 220-სმ სიმაღლის მქონე უკრაინელის სრული მარცხით დასრულდა. ამ შეხვედრის მერვე წუთისათვის ტკაჩენკოს უკვე ოთხი პერსონალური ჯარიმა ჰქონდა მიღებული.

მოგვიანებით, კიეველი გიგანტი დერიუგინს შემდეგნაირად ახასიათებდა: „ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, კოლია მეტად ცბიერი მოთამაშე იყო, მისი ოსტატობა არასოდეს იწვევდა ეჭვს. ჩვენს სპორტში არის მთელი რიგი ეშმაკობებისა, რომლებსაც თამაშზე დიდი გავლენა აქვს. ამიტომ მსაჯებისაგან მალულად ერთმანეთს სხვადასხვა აკრძალული ხერხით ვებრძოდით – პწკენით, ჩუმად წიხლის ამორტყმით, მუჯლუგუნით და ასე შემდეგ. კოლია ჩინებულად ფლობდა ამ ილეთებს და მათი საკმაოდ მდიდარი არსენალიც ჰქონდა, რომელთაც კარგად იყენებდა როგორც ჩემს, ასევე სხვათა წინააღმდეგ. როდესაც მის წინააღმდეგ ვთამაშობდი, ეს ყოველივე სასიამოვნო არ იყო“.

ტკაჩენკოს შესახებ დერიუგინის ორ სახალისო მოგონებას შემოგთავაზებთ. იმედია, კალათბურთის ქართველი თაყვანისმცემლები იმ დროს სიამოვნებით კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.

1980 წელია. თბილისში “დინამოსთან” სათამაშოდ კიევის “სტროიტელი” ჩამოვიდა.

– თავი მოიკალი და როგორც გინდა ტკაჩენკო “გათიშე”! – მივიღე ლევან მოსეშვილის დავალება.

„გათიშე“ კარგია. მთელი “სტროიტელი” ტკაჩენკოზე დგას. ეს ფიზიკურად ძლიერი კალათბურთელი მოწინააღმდეგის დაცვას შიშის ზარს სცემდა.

დაიწყო თამაში. პირველ ტაიმში ვაგებთ მინიმალური ანგარიშით, ტკაჩენკოს ვერაფერს ვუხერხებ, მხოლოდ რამდენიმე პერსონალური ავკიდე. დაიწყო მეორე ნახევარი. გაიხსნება ტკაჩენკო, დაიძვრება გრიგალივით და დააკავე, თუ ბიჭი ხარ. გვიგებს ეს კაცი მთელ გუნდს. მოსეშვილი ავისმომასწავებელი თვალებით მიყურებს. რაღაცა თუ არ მოვიმოქმედე – ვიძირებით. ვცდილობ, “სპორტული პროვოკაციული” ტრიუკის ჩატარებას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

მატჩის არბიტრიც რომ ძალიან მონდომებულია! ვერაფერს გამოაპარებ, პირდაპირ, დაფრინავს მოედანზე. წამში რომ აქაა, მეორე წამში უკვე გვერდიდან გვიყურებს, ისევ და ისევ ახლა მთავარია, ისეთი მომენტი უნდა შევარჩიო, როდესაც მე, ტკაჩენკო და მსაჯი ერთ ხაზზე აღმოვჩნდებით.

როგორც იქნა ნანატრი წამიც დადგა. ტკაჩენკო ბურთით მოიწევს ჩვენი კალათისკენ. წავედი შესახვედრად. მეტოქე რაღაც მომენტში შეტრიალდა და ზურგითაა ჩემკენ, დავლანდე, რომ არბიტრი ვერ მხედავს. არც ვაციე, არც ვაცხელე და ტკაჩენკოს ისეთი ძალით ვუჩქმიტე საჯდომზე, რომ თითები მეტკინა.

გამწარებულმა გაიქნია ეს ამხელა იდაყვი, რომელიც პირდაპირ სახეში მომხვდა და გადავტრიალდი. წავიქეცი. ზოგი ჩემს ადგილზე ამით დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ ორი სალტო დამატებით გავაკეთე, რითაც ხაზი გავუსვი მის უხეშობას. მსაჯმა ორივე გაგვაძევა მოედნიდან სპორტული ხულიგნობის “მუხლით’.

მაგას დავეძებდი?! ამოცანა შესრულდა. ტკაჩენკო მოედანზე აღარ იყო. ის მატჩი დამაჯერებლად მოვუგეთ “სტროიტელს”.

იმ შეხვედრის შემდეგ უკრაინელი და ქართველი მოთამაშე ერთმანეთთან ძალიან დაახლოვდნენ. მოედანზე დაუნდობელი მეტოქეები ცხოვრებაში კარგ ახლობლებად გადაიქცნენ. ერთ დღეს კიევის “სტროიტელი” თბილისში კიდევ ერთხელ ჩამოვიდა და საქართველოს დედაქალაქში ტკაჩენკოს “კრიმინალური” ისტორია გადახდა. ალბათ უმჯობესია თუ კვლავ ნიკოლოზ დერიუგინს მოვუსმენთ:

„მართალია ტკაჩენკო მაშინ მოვიმდურე, მაგრამ სპორტსმენების მტრობა ვის გაუგონია? მე და ტკაჩენკო მაგრად ჩავძმაკაცდით. ახლაც ახლო ურთიერთობა გვაქვს და ასეც გაგრძელდება. ერთ სახალისო ისტორიასაც გავიხსენებ.

“სტროიტელი” კვლავ გვეწვია თბილისში. კიეველები სასტუმრო “აჭარაში” დაბანაკდნენ. მატჩისწინა, ადრიანი დილაა და ტკაჩენკო სახლში მირეკავს:

– კოლია, ხვალ მაგისთვის არ გვეცლება, მატჩია და ერთი რამ უნდა გთხოვო. ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს ქართული შავი ღვინო.

– ვსო იასნა! – ვუთხარი. გავვარდი მაშინვე “საჭაშნიკეში”. ერთი ყუთი სპეციალურად გაფორმებული-შეფუთული “ხვანჭკარა” გამოვიტანე და ავუტანე ნომერში. შევედი და კაცს ფერი არ ადევს.

– მოხდა რამე? – ვეკითხები არანაკლებ ფერწასული.

– ბოტასი, ბოტასი უკრალი.

არადა, 52 ზომის ბოტასებს იცვამს კაცი, მეტი არც აქვს და ფეხშიშველა ხომ არ გამოვა ხვალ სათამაშოდ?

მალე მილიცია მოვიდა. სულ დაშმონეს იქაურობა. ვერც ძაღლმა აიღო გეში, მგონი მშიერი იყო და რესტორნიდან სულ რომ გემრიელი ჩაშუშულის სუნი ამოდიოდა – იქით იქაჩებოდა. დავანებოთ ყველაფერს თავი, მაგრამ ხვალ, ხვალ რა ეშველება ამ კაცს? ამისი ზომა ბოტასი საქართველოში არაა. თავის მოჭრაა პირდაპირ.

ისევ ჩვენმა ორგანოებმა ივაჟკაცეს და როგორღაც, პირდაპირი თუ ტრანზიტული რეისით კიევიდან ჩამოუტანეს ბოტასები თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.

დღემდე არაა ცნობილი იმ “ბოტასების” ადგილსამყოფელი. ალბათ რომელიმე გულშემატკივარს უდევს პიანინოს თავზე სუვენირად“.

ნიკოლოზ დერიუგინზე საუბარს იმით დავასრულებ, რომ ის სამშობლოს დიდი პატრიოტია, მრავალი წინადადების მიუხედავად, საქართველო არასოდეს დაუტოვებია და ამის გაკეთებას არც აპირებს:

„რუსეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროპის არაერთ ქვეყანასა და ამერიკაში ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ დიდი ხნით დარჩენის სურვილი არასოდეს გამჩენია. ყოველთვის იმას ვფიქრობდი, საქართველოში როდის დავბრუნდებოდი. სხვათა შორის, აქტიური სპორტსმენობისას ბალტიისპირეთში, რუსეთსა და ბალკანეთში უამრავი მეგობარი შევიძინე. თბილისიდან წასვლა რომ მოვინდომო, პურის ფულს ყველგან ვიშოვი, მაგრამ აქედან აბარგებას არ ვაპირებ, ხალხი მიცნობს და სითბოს ვგრძნობ“.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5 მარტი, 2026
სპორტი

საბა ტაკიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა

20:47; 4 მარტი, 2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1 მარტი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28 თებერვალი, 2026
სპორტი

ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნის ტურნირი

12:14; 26 თებერვალი, 2026

დედაქალაქის მერი თბილისობას დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაცია (R)

ყველა სიახლე

ზაფრანი

გაიგე, რა არის შენი სისუსტე

9:38; 6.03.2026
მსოფლიო

ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

9:36; 6.03.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

9:31; 6.03.2026
პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026
მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო