“КГБ” _ ეს წარწერა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ოფისის წევრებს კარებზე და პლაკატებზე დილით დახვდათ.
ენმ-ს ლანჩხუთის ორგანიზაციის ხდა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, კახა ასკურავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ფაქტი სასწრაფოდ გამოიძინონ:
_ ეს წარწერები სპეციალური ყალიბითაა გაკეთებული და არა კუსტარულად. სასწრაფოდ ვითხოვთ გამოძებას, _ აღნიშნა ასკურავამ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი წარწერები გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატებზე ამ დილით ოზურგეთელებსაც დახვდათ.
ამავე თემაზე: ოზურგეთში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს