იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა დრო და წინსვლა, მაშინაც კი, როდესაც ყველაფრის დაწყება თავიდან გიწევთ. თუ თქვენ შეჩერდით, ესეც თქვენი არჩევანია, მაგრამ დიდხნიანი პაუზა ნიშნავს იმას, რომ თქვენ ტკივილი გაბრკოლებთ და არ შეგიძლიათ ნაბიჯი უკეთესი ცხოვრებისთვის გადადგათ. როგორც ჩანს, უბრალოდ უბედური ხართ, იმიტომ, რომ:
ფიქრობთ, რომ რაც მოხდა, იმაში დამნაშავე თქვენ არ ხართ
ეს პოზიცია მოსახერხებელია და დროებით შველის კიდეც, მაგრამ არცთუ ისე სწორი გზაა. არ შეიძლება სრული პასუხისმგებლობა მოიხსნათ და იფიქროთ, რომ არაფერ შუაში ხართ. ბედი და სხვა ფაქტორები – ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა, მაგრამ ყველა ადამიანი განსხვავებული გზით ხვდება “ა” პუნქტში და მას განსხვავებულ მიმართულებას აძლევს. ჩვენ თავად ვქმნით სიტუაციას, რომელიც ადრე თუ გვიან მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელსაც ვღებულობთ. მიიღეთ სიტუაცია ისეთი, როგორიც არის და იგრძენით პასუხისმგებლობა. მხოლოდ პრობლემის გაგების შემდეგ შეიძლება შეცდომებზე მუშაობის დაწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეუძლებელია.
გეშინიათ
შიშის აყოლა – ეს იგივეა, რაც თქვენს ცხოვრებაში ირაციონალურ დასაწყისს დაუთმოთ გზა. თუ თქვენ შიში გმართავთ, ვერასოდეს მიაღწევთ ჰარმონიას. თუ თქვენი შიში გაუგებარია, მაშინ აზრი არ აქვს, გეშინოდეს და თუ აზრი აქვს პრობლემის შეცვლას, მაშინ ემოცია საქმეს ვერ უშველის. თქვენ ერთი უნდა გაიგოთ: შიშს არანაირი აზრი არ აქვს.
არ აფასებთ იმას, რაც გაქვთ
ბოლოს როდის გადაუხადეთ სამყაროს მადლობა იმისთვის, რაც გაქვთ? იმისთვის, რომ ჯანმრთელი ხართ, რომ სახლი გაქვთ, საყვარელი ადამიანები გყავთ გვერდით და გაქვთ პროფესია? დაგვეთანხმეთ, ეს არცთუ ისე ცოტაა. შეიძლება არ გაქვთ ის, რაც გინდათ, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერი ერთდროულად იქონიოთ. თუ გამუდმებით იმაზე იფიქრებთ, რა არ გაქვთ და არა იმაზე, რა გაქვთ, ნეგატივი დაიპყრობს თქვენს ცხოვრებას.
ბედნიერებას თქვენში არ ეძებთ
მსოფლიოს მასშტაბით, ფსიქოლოგების გამოცდილება გვასწავლის, რომ თუ თქვენ საკუთარ თავთან არ გრძნობთ ჰარმონიას და სული არ გაქვთ დამშვიდებული, ნუ ეძებთ მას სხვაგან. თუ საკუთარი თავი არ გიყვართ, არავინ შეგიყვარებთ. თუ ფიქრობთ, რომ ახალი სასიყვარულო ისტორია ან სამსახური გაგაბედნიერებთ, სამწუხაროდ, გული უნდა დაგწყვიტოთ: საკუთარი თავის გაბედნიერება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, ახალი გარემო კი ამას უბრალოდ ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება, ოღონდ საჭიროა, საკუთარი თავი დააფასოთ, იგრძნოთ, რომ საჭირო ხართ, აივსოთ ბედნიერებით, ბედნიერი ადამიანის იგნორირება კი შეუძლებელია.