რამდენიმე დღის წინ Forbes-მა მიმდინარე წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მსახიობები დაასახელა.
ამ სიის სათავეში მსახიობი სოფია ვერგარაა, რომელმაც 2018 წლის განმავლობაში $42 მილიონზე მეტი დააგროვა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ წლევანდელი სია თითქმის გასული წლის ანალოგია. განსხვავება ის არის, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ამ სიაში ვერ მოხვდნენ რობინ რაითი, მინდი კალინგი და პრიანკა ჩოპრა.
პოლი პერეტი – $8,5 მილიონი;
კლერ დენსი – $9 მილიონი;
კერი ვაშინგტონი – $11 მილიონი;
მელისა რაუში – $12 მილიონი;
მალიმ ბიალიკი – $12 მილიონი;
ჯული ბოუენი – $12,5 მილიონი;
მარიშკა ჰარგითეი – $13 მილიონი;
ელენ პომპეო – $23,5 მილიონი;
კელი კაუკო – $24,5 მილიონი;
სოფია ვერგარა – $42,5 მილიონი.