ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის ცერემონიამ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯვრისწერის ცერემონიის გამო სვეტიცხოველში მრევლს არ უშვებდნენ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბერა ამბობს, რომ სვეტიცხოვლიდან ხალხის გამოგდებასა და არ შეშვებასთან დაკავშირებით უტიფარი ტყუილი გავრცელდა, ჯვრისწერაზე მისვლა საპატარძლომ 20 წუთით დააგვიანა საცობის გამო, რაც ნიშნავს, რომ ქალაქში გზები გადაკეტილი არ იყო. ხოლო საქორწილო ცერემონიისთვის მზადება ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება მისი ოჯახის დაუწერელი კანონია.
ბერას მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
„ბერა, გილოცავ გაბედნიერებას, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა, რომ რასაც შენ ზომიერ ცხოვრებას ეძახი, არის 450 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ყოფნა, სადაც თქვენ გემსახურებათ 4 ვერტმფრენი და თვითმფრინავი, რომელსაც რეგულარულად ჩამოაქვს საჭმელი ტიბეტიდან და ბევრი სხვა შორეული ადგილიდან, იმ საზოგადოების ფონზე, სადაც 150 ათასი ბავშვი ყოველდღე შიმშილობს, 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მაქსიმუმ 3 დოლარად დღეში, ხალხს ენატრება ელემენტარული და თქვენ კიდე ამ ხალხს ჩაუკეტეთ სალოცავის კარები, რომელიც არასდროს დაკეტილა აქამდე…
თუ გინდა გაიგო როგორია ზომიერი ცხოვრება, გაგაცნობ ჩემ შვილს, რომელიც შენი თანატოლია და შეგიძლია ერთი კვირით ესტუმრო მას ოთახ ნახევრიან ნაქირავებ ბინაში. ან კიდევ, უფრო უკეთესი-შეუარე ჩემს ნაცნობ ტყიბულელ ოჯახს, სადაც ბებია და შვილიშვილი 3 ოთახიანი ბინიდან მხოლოდ ერთ ოთახს იყენებენ იმიტომ, რომ დანარჩენი ორის გათბობის ფული არ აქვთ და გასინჯე მათი „ზომიერი“ ულუფა.
ისე კი, გისურვებ ბედნიერებას!“_წერს სააკაშვილი.