სამგზავრო ავტობუსში ხანძრის გაჩენის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა ზიმბაბვეში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენა გაზის გაჟონვას უკავშირდება.