თურქეთში დაკავებული ჟურნალისტებისა და მეცნიერების გამო ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს. აღნიშნული განცხადება Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მისნისტრთან შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა გააკეთა.
მაუწყებლის ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა საკითხებში ფედერიკა მოგერინიც ესწრებოდა.
მან ასევე შეშფოთება გამოხატა მეცნიერების დაკავებების გამო და იმედი გამოთქვა, რომ დაკავებულ პრო ქურთ პოლიტიკოსს, სელაჰატინ დემირტასს მალე გაათავისუფლებენ.