„მოსვით პუტინი თავის ადგილას“_აღნიშნული განცხადებით უკრაინის ელჩი გერმანიაში, გერმანიას მიმართავს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ელჩი გერმანიას და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთს სანქციები დაუწესონ და ენერგო იმპორტი აუკრძალონ.
გავრცელებული ცნობით, უკრაინაში ასევე ღელავენ NordStream 2 მილსადენის გამო, რომლითაც ევროპის რუსეთის გაზზე დამოკიდებულება გაიზრდება და შიშობენ, რომ ქვეყანა სატრანზიტო შემოსავლებს დაკარგავს.
როგორც ცნობილია, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ კვირას მომხდარი ინციდენტის შემდეგ ევროპის რამდენიმე ლიდერიც მსჯელობს, დასავლეთი კი შიშობს, რომ შეიძლება ვითარება ყირიმში კიდევ უფრო დაძაბოს.
ცნობისთვის, კვირას, რუსეთმა უკრაინის 3 გემს ცეცხლი გაუხსნა და შეიპყრო. მოსკოვი და კიევი ცდილობენ მომხდარში ერთმანეთი დაადანაშაულონ.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყნებს დეესკალაციისკენ და დიალოგისკენ მოუწოდებს.