დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ელექტრობოძს შეეჯახა. თვითმხილველთა თქმით, მანქანაში მჯდომმა სამმა მამაკაცმა მძიმე დაზიანება მიიღო და გადაიყვანეს საავადმყოფოში.
„მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით მდინარაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:
_საავადმყოფოში შემოყვანილია სამი მამაკაცი, 16-დან 19 წლამდე ასაკის. ორს აღენიშნება შედარებით მსუბუქი დაჟეჟილობა. მესამეს გულმკერდის მერვე მალის მოტეხილობა ცდომით და გადაყვანილია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, _ გვითხრა მდინარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მანქანის ექსპლოატაციის გაუფრთხილებლობას.
ფოტო: tv გურია