ამ წუთებში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უწყებაში სამინისტროს საქმიანობის 2018 წლის ანგარიშს წარადგენს.
მანამდე კი ლევან იზორია მისი თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
“მე ჩემს მომავალ გეგმებზე გესაუბრეთ და დასკვნები თქვენ ვითონ გამოიტანეთ”,- განაცხადა ლევან იზორიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე – გამორიცხულია თუ არა მისი წასვლა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, იზორია პასუხობს, რომ “ეს გამორიცხულია”.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლევან იზორია 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა.