თბილისში, შალვა დადიანის ქუჩაზე ხის წაქცევის შედეგად 4 ავტომობილი და გარე განათების ბოძი დაზიანდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მეხანძრე-მაშველებმა ხის წაქცევით გამოწვეული ჩახერგილი გზა გაწმინდეს. ადგილზე, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.