ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა ვულკანის ამოფრქვევაა. დედამიწაზე არსებული უამრავი მთა და ბორცვი სწორედ ვულკანის ამოფრქვევის შემდგომ გაჩნდა და სწორედ მათ მიუძღვით უდიდესი წილი დედამიწის ფორმულირებაში. მიუხედავად მეცნიერებაში უდიდესი მიღწევებისა, დღესდღეობით მაინც შეუძლებელია იმის წინასწარ დადგენა, როდის ამოქმედდება ესა თუ ის ვულკანი.
კრაკატაუ
კრაკატაუ ვულკანური წარმოშობის კუნძულია ინდონეზიაში. 1083 წლამდე სრულფასოვან კუნძულად მიიჩნეოდა, სანამ არ ამოქმედდა და არ განადგურდა ლავის მიერ. უკანასკნელად 2012 წელს ამოიფრქვა.
მონ–პელე
მონ-პელე პატარა ანტილიის კუნძულებზე არსებული მოქმედი ვულკანია. მისი მოულოდნელი ამოფრქვევის შედეგად 1902 წელს განადგურდა ქალაქი სენ-პიერი და 28 000 ადამიანი ტრაგიკულად დაიღუპა. ეს ვულკანი დღემდე მოქმედ ვულკანად მიიჩნევა.
ვეზუვი
ვეზუვი ის ვულკანია, 79 წლის 24 მარტს პომპეის სიკვდილის მიზეზი რომ გახდა. ის დღემდე ყველაზე საშიშ მოქმედ ვულკანად რჩება მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ 1944 წლის შემდეგ მისი კრატერიდან ლავა არ ამოფრქვეულა.
კილაუეა
კილაუეას ვულკანი ჰავაის კუნძულებზეა და პლანეტის ყველაზე საშიშ ვულკანებშია შესული. უკანასკნელი ამოფრქვევა 1983 წლის 3 იანვარს დაფიქსირდა. ამჟამად მშვიდი მთის ფორმის მოქმედი ვულკანი ინტენსიური აქტივობის ფაზაშია და შემდეგი ამოფრქვევისათვის ემზადება.
პოპოკატეპეტლი
პოპოკატეპეტლი მექსიკაში არსებული აქტიური ვულკანია. ქვეყნის ტერიტორიაზე სიმაღლით მეორე მთაა. ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ბოლო წლებში მის გააქტიურებას გრძნობს და ელის ვულკანის ამოფრქვევას.
ავგუსტინი
ავგუსტინი ალიასკაზე არსებული რამდენიმე ვულკანიდან ერთ-ერთია და უკვე 1 600 წელს მოითვლის. მრავალჯერ ამოქმედებული ვულკანი ბოლოს 2006 წელს ამოიფრქვა. 1993 წელს კი ფერდობზე არსებული მთელი სოფელი გაანადგურა მისმა ლავამ.
ფუძიამა
ფუძიამა – იდეალური კონუსისებრი ფორმის ვულკანი იაპონიის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა. ეს მთა იაპონურ კულტურაში საკრალური მნიშვნელობისაა. უკანასკნელად ეს ვულკანი 300 წლის წინ ამოქმედდა, მაგრამ მუდმივი შიში, რომ ვულკანი კვლავ ამოქმედდება, ჯერ არ გამქრალა.
კილიმანჯარო
კილიმანჯარო აფრიკის ყველაზე მაღალი მთაა. მისი სიმაღლე კონტინენტს 5895 მეტრით აღემატება. უკანასკნელად 200 წლის წინ ამოიფრქვა და ვარაუდობენ, რომ ისევ ამოქმედდება.
ეტნა
ეტნა ევროპაში ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია დ იტალიაში მდებარეობს. მისი ამოფრქვევება 2-3 თვეში ერთხელ ფიქსირდება, მაგრამ მძიმე შედეგების გამომწვევი არასდროს არაა.
სენტ–ჰელენსი
სენტ-ჰელენსი აშშ-ს ტერიტორიაზე, ვაშინგტონის შტატში მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. 1980 წლის 18 მაისს მის ამოქმედებას 57 ადამიანი შეეწირა.