FOX NEWS-ის ცნობით, „რეალ მადრიდი“, რომელიც თავს მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს, ქალთა ნაკრები ჯერ არ ჰყავს და ევროპულ კლუბებს ამ მხრივ ჩამორჩება.
როგორც ცნობილია, „რეალ მადრიდის“ პრეზიდენტმა ქალთა საფეხბურთო გუნდის შექმნის შესახებ განცხადება შარშან გააკეთა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ, არაფერი გაკეთებულა.
როგორც FOX NEWS იუწყება, „რეალ მადრიდის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ბოლო გენერალურ ანსამბლეაზე ქალთა ნაკრების შექმნის შესახებ დასმულ კითხვას არ უპასუხა, კლუბმა კი მოგვიანებით განაცხადა, რომ „საკითხი ამ მომენტისთვის პრიორიტეტული არ არის“.
როგორც ფიფას საბჭოს ყოფილი წევრი, მოია დოდი აცხადებს, ყველა თანამედროვე დაწესებულებამ უნდა იფიქროს გენდერული თანასწორობის საკითხზე და როდესაც ასეთი დიდი გუნდი არ აძლევს ქალ მოთამაშეებს სამსახურს, ეს დიდ კითხვის ნიშნებს ტოვებს.