დღეს პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებას „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ეს არაა პარლამენტი. ეს როგორც თავიდანვე ვამბობდით ივანიშვილის შეიარაღებული კრიმინალური ბანდაა და კიდევ ერთი შენიშვნა, ინაშვილს ირმა კი არა მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას. არა უშავს პატარა შეეშალა ნათლიას. რაც შეეხება ნარკოტიკებში დამხრჩვალ მსახიობ-დეპუტატ პაპუაშვილს ის პირდაპირ სამოქალაქო ომის ახალი ფორმულაა, სამწუხაროდ…“_წერს ნათელაშვილი.