პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ნიკა მელიას მიმართა:
„შვილო „გაზს დაუწიე“, ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში… თქვენი ბელადი იქედან გმოძღვრავთ: თავები გაიტეხეთ თქვენო და თვითონ „სკაიპით“ ძალიან უყვარს საქართველო. იმ თქვენს ბელადს უთხარით, რომ თუ ასეთი რევოლუციონერი და ასეთი მაგარია, ლენინმა პარიკი დაიხურა და რუსეთში სხვისი პასპორტით ჩავიდა. ასევე გააკეთოს და ჩამოვიდეს, მაგრამ მანაც კარგად იცის, პირველ რიგში, თქვენ მოკიდებთ და მატროსოვამდე ყვავილებით მიიყვანთ. ვითარება ასეთია და რაც არ უნდა იქნიოთ ხელი, ეს უნდა დამთავრდეს, წერტილი დაესვას და თქვენ სახელი დაგერქვათ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტში.