„ბატონო პუტინო, ეს არ არის აგრესიული ქმედება. ეს არის ომი და არა ხუმრობა, ინციდენტი ან კრიზისი“,_ამ განცხადებით Fox News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინის შესაჩერებლად სიტყვებზე მეტია საჭირო.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა 3 უკრაინული გემი შეიპყრეს, 24 მეზღვაური დააპატიმრეს და 2 მთავარ უკრაინულ პორტზე კონტროლი დაამყარეს.