“სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ აამოქმედა კონსტიტუცია და პირველი დამრღვევიც თვითონაა”, _ ამბობს სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი.
მისივე თქმით, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს:
“პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, მთაწმინდის მაჟორიტარის მანდატი აქვს და ახალი კონსტიტუციით ეს არ შეიძლება.
აამოქმედა და პირველივე თვითონ გახდა დამრღვევი პირველივე წამიდან. ესეთი რამ ისტორიას არ ახსოვს _ მსოფლიო რეკორდია“, _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.