2018 წლის 19 დეკემბერს, 15:00 საათზე,ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო განხილვა,
რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობების შეფასებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემშლელი ბარიერების გამოვლენის მიზნით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაცნობას დაინტერესებული მხარეებისთვის და რეკომენდაციების ურთიერთგაზიარებას შემდგომი საქმიანობებისთვის.
კვლევა ჩატარდა პროექტის “ინიციატივა მოქალაქეთა მზარდი მონაწილეობისთვის თვითმმართველობის გახორციელების პროცესში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში. რომელსაც ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი NDI-ს ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის შეფასება მუნიციპალიტეტის მუშაობის პროცესში, თვითმმართველობის (საკრებულოს და მერიის) საქმიანობის შეფასება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის ხელისშემშლელი ბარიერების გამოვლენა.
კვლევა ჩატარდა “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის” დაკვეთით 2018 წლის 22 ოქტომბერს. ჩატარებულ იქნა 2 ფოკუსური ჯგუფი (I _ რიგით მოქალაქეთა ჯგუფი; II _ NGO სექტორის და ჟურნალისტების ჯგუფი). ჯგუფები შედგებოდა შერეული სქესის, შერეული პროფესიისა და ასაკის ადამიანებისგან.
აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულიადამიანებისთვის შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ოთარ რევიშვილი, პროექტის დირექტორი. ტელ: 599981898;
ელ.ფოსტა: revishvili@gmail.com