Developed By Web Features 2024 © All rights reserved
პარლამენტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს აღარ განიხილავს.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის ბიუროს მიმართა და მისი და გურამ მაჭარაშვილის მომზადებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტის გამოთხოვა მოითხოვა.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა, უნდა ყოფილიყვნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved