Developed By Web Features 2024 © All rights reserved
საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის მიუხედავად, პლენარული სხდომები ქუთაისში გრძელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პარლამენტის თბილისის შენობა პლენარული სხდომების ჩასატარებლად მზად არ არის.
„ყველა შემთხვევაში, ქუთაისში უნდა გაიმართოს სხდომა, რადგან ინფრასტრუქტურა არ არის თბილისში მოწყობილი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ბიუროს წევრებმა საკითხს კენჭი უყარეს და გადაწყდა, რომ სხდომა ქუთაისში გაიმართება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved