„თურქეთმა შეიძლება ახალი სამხედრო ოპერაცია სირიაში ნებისმიერ მომენტში დაიწყოს“,_აღნიშნული განცხადება Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ევფრატის აღმოსავლეთით თურქეთის ოპერაციის გეგმები დადებითად შეაფასა.