მოზარდს დანის მუქარით მობილური ტელეფონი წაართვეს. შემთხვევა თბილისში, თემქაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.