ქალაქ თბილისში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც ოთხი ქვეყნის პროფესიონალი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იასპარეზა ოზურგეთის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კიკბოქსინგის სექციის მწვრთნელმა, ამავდროულად, მოქმედმა სპორტსმენმა, ლაშა ჭეფხოძემ.
ჭეფხოძემ 60 კგ. წონით კატეგორიაში ირანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. აღნიშნული მოგებით ჭეფხოძემ ოქროს მედალი და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.
“მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს და რაც მთავარია, ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებას, ჩემს დღევანდელ წარმატებაში ამ ორგანიზაციას დიდი წვლილი მიუძღვის. თუ არა მათი გვერდში დგომა, ასეთი შედეგი არ მექნებოდა“, _ თქვა ლაშა ჭეფხოძემ.
საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ფედერაცია გახლდათ.