დღეს მართლმადიდებელი სამყარო ნიკოლოზობას აღნიშნავს. შემოქმედის ეპარქიაში, სამეუფეო წირვა, ოზურგეთში, წმიდა ნიკოლოზის მშენებარე ტაძარში ღია ცის ქვეშ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, იოსებმა და სამღვდელო პირებმა ერთად აღევლინა.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი _ წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი _ ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. წმ.ნიკოლოზი მართლმადიდებლები წმიდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმიდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.