გერმანიაში ქალმა კაცს დაუცველი სქესობრივი აქტის გამო უჩივლა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სასამართლომ მას 8 თვიანი პირობითი სასჯელი, 3 400 დოლარი ჯარიმა და ქალის ჯანმრთელობის ტესტის ღირებულების გადახდა დააკისრა.
ქალის თქმით, მან პარტნიორი მკაცრად გააფრთხილა, რომ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი არ ჰქონოდათ, თუმცა, იმას, რომ კაცს კონდომი არ ეკეთა, აქტის დასრულების დროს მიხვდა.
როგორც ცნობილია, დამნაშავე მამაკაცი პოლიციის თანამშრომელია. ის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ბერლინის უზენაეს სასამართლოში აპირებს.