შს სამინისტროს თანამშრომლებისა და პოლიციელებისთვის სახელფასო ანაზღაურების ზრდის ტენდენცია 2019 წელსაც გაგრძელდება, _ ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, უწყებისთვის და პირადად მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელების და შს სამინისტროს თანამშრომლების მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება.
„ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ 2018 წელს მათი სახელფასო ანაზღაურების ზრდა და ეს პროცესი 2019 წლისთვისაც გაგრძელდება. თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის სოციალური პორტფელი, რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ. მე ვფიქრობ, რომ იქნება ასევე სოციალური უზრუნველყოფის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტები, მათ შორის ბინათმშენებლობის, სამედიცინო უზრუნველყოფის და განათლების მიმართულებით. ამ ადამიანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა თავიანთ მომავალზე გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ სისტემაში მუშაობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში შსს მინისტრი პარლამენტში იმყოფება და დეპუტატთა შეკითხვებს პასუხობს.