ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის გელა შაფაქიძის თქმით, წელს ოზურგეთელმა სპორტსმენებმა წარმატებულად იასპარეზეს, როგორც საერთაშორისო და ისე საქართველოში ჩატარებულ ტურნირებზე.
“გამორჩეული და საინტერესო წელი გვქონდა , როგორც სპორტული მიღწევების თვალსაზრისით, ასევე, სიახლეებით.
ორმოცდაათზე მეტი ოქრო, სამოცამდე ვერცხლი და სამოცდაათამდე ბრინჯაო – პატარა ოზურგეთისათვის ნამდვილად გამორჩეული და საამაყო შედეგია. ეს მიღწევები სპორტსმენებმა სხვადასხვა სახეობებში გვაჩვენეს და დიდი სიხარული მოგვიტანეს.
ასევე, გამორჩეულად მიხარია და ვამაყობ იმით, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებაში 30 – მდე სპორტული სექცია მუშაობს“, _ გვითხრა გელა შაფაქიძემ.
მისივე თქმით, წლის ბოლო დღეებში შედგა საუკეთესო ოზურგეთელი სპორტსმენების დაჯილდოვება.