ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე 2 სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული ოთახი და სასხვენო გადახურვის ნაწილი დაიწვა.
მეხამძრე-მაშველებმა ბინიდან 75 წლის ქალის გამოყვანა უვნებლად შეძლეს.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.