ოზურგეთში, საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ტრადიციული საახალწლო ზეიმი რესტორან „თამარიონში“ გაიმართა. ასოციაციის ბენეფიციარებთან ერთად, ღონისძიებაში სხვადასხვა მხატვრული ნომრებით მონაწილეობდნენ რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის ხელისუფლების, მედიის, არასამთავრობო თუ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონცერტზე „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა მარინა ჩიხლაძემ და ასოციაციის ბენეფიციარმა, მონიკა ახვლედიანმა ანა ლაშხელი-ონიანის ლექსზე („სიზმარი“) მომზადებული სიმღერა შეასრულეს.
_ანა ონიანი-ლაშხელის სახით საქართველომ დაკარგა ახალი სიტყვა ქართულ მწერლობაში. მისი საქმიანობის მიზანი კი იყო თავგანწირული ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე. რაკი უძველესი ქართული ხალხური მუსიკა ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, ვცადე, მისი ლექსი მელოდიით გამეხალხურებინა. დღევანდელ საღამოზე ეს სიმღერა ჩვენი მხრიდან არის მოკრძალებული ჟესტი ანა ონიანი-ლაშხელის ხსოვნის პატივსაცემად, _ თქვა მარინა ჩიხლაძემ.