სოფელ გომში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, სოფელ გომში (შემოქმედი), ბჟუჟ-ჰესის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
“მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დღის მეორე ნახევარში ორი პაციენტი შეიყვანა კლინიკაში. “ორ მამაკაცს უტარდება სამედიცინო დახმარება და კვლევები. ერთ მათგანს, თავის არეში აქვს დიდი ზომის ჭრილობა, ახლა მასთან ნევროპათოლოგი იმყოფება, მას „კატე“ კვლევა ჩაუტარდება, მეორე პაციენტი რეანიმაციაში იმყოფება, გულმკერდის მარჯვენა ნეკნების მოტეხილობა აქვს, მასაც შესაბამისი კვლევები უტარდება“, _ გვითხრა დავით მდინარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალ ნაწილიდან გადავარდა ხევში. საქმეზე დაიწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით.