ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისში სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ესწრება. სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს პარტიის წევრებმა. სოფო კილაძის თქმით, თუ ვინმე გუნდში დისციპლინას დაარღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„ჩვენ დღეს რამდენიმე სხვადასხვა საკითხზე გვექნება საუბარი. შეხვედრას პარტიის ლიდერი დაესწრება, თუმცა რა შედეგით დასრულდება ეს შეხვედრა, ამაზე ბუნებრივია, სხდომის შემდეგ გაკეთდება განცხადებები. მანამდე რაიმე მინიშნებისგან თავს შევიკავებ. მე რა თქმა უნდა, შორს ვარ მოსაზრებისგან, რომ ეს არის კლანებს შორის ბრძოლა. არანაირი კლანები არ არსებობს „ქართულ ოცნებაში“. გუნდში შეიძლება არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა და ამ აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, როგორც მიღებულია ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, თუ ვინმე დაარღვევს დისციპლინას, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა,“ – განაცხადა კილაძემ.
გავრცელებული იფორმაციით, შესაძლოა, გუნდიდან ეკა ბესელია გარიცხონ.