დღეს, გურიის სტატისტიკის ბიუროს უფროსის ბადრი რამიშვილი წარდგენა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი, სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ბორის ეზუგბაია, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სტატისტიკის ბიუროს თანამშრომლები დაესწრნენ.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ბიუროს მთავარი ფუნქცია – მოვალეობა რეგიონის მასშტაბით სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება იქნება.