ხარკოვის პოლიციის ოფიცერს ორმა ნიღბიანმა პირმა თავში ესროლა. აღნიშნულ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას 2 ნიღბიანი პიროვნება თავს მაშინ დაესხა, როდესაც სახლის ტოვებდა.
თავდამსხმელებმა პოლიციის ოფიცერს თავის და კისრის არეში ესროლეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.