საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი წუხელ, ტრაგედიიდან ცოტა ხანში მოაწერა. წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
17 იანვარს არ გაიმართება არც საქართველოს მთავრობის სხდომა.