“კახას სიტყვებია არაეთიკური? ამის თქმა გსურთ? რომ კახას სიტყვებია არაეთიკური? _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც კახა კალაძის მიერ ოპოზიციისთვის მიმართვის შეფასებას შეეხებოდა. ბახტაძემ კალაძის მიმართვას იუმორი უწოდა.
“ეს კითხვაც კი თქვენს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს. ყველაზე ცუდი დასამახსოვრებლად, რაც ჩვენ გვქონდა უკანასკნელ არჩევნებში, ეს იყო სიძულვილის ენა და ეს არის მიუღებელი. სამწუხაროდ, ამ სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინ იყო, ესეც საზოგადოებამ კარგად იცის. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია არის და იყო და იქნება, რომ ეს არის მიუღებელი, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ნაწილი განაგრძობს იმავეს. არსებობს იუმორი და იუმორი ყოველთვის არის ძალიან კარგი“”, _ განაცხადა ბახტაძემ.